logo
ENG



HBO „სამეფო ტახტის თამაშების“ პრეისტორიას გადაიღებს

30 ოქტ 201915:54
3 წუთის საკითხავი
 
pdrbl6nbhztdhgi.jpg

HBO „სამეფო ტახტის თამაშების“  პრეისტორიას გადაიღებს. ზღაპრული საგის ახალი ნაწილი ტარგარიენების სახლს შეეხება. სერიალს სახელად „დრაკონის სახლი“ ერქმევა.

HBO-მ უკვე შეაჩერა სერიალთან დაკავშირებული კიდევ ერთი პროექტი - „ხანგრძლივი ღამე“, რომლის საპილოტე სერიაც ზაფხულში გადაიღეს. ერთ-ერთ მთავარ როლზე უკვე დამტკიცებული იყო ნაომი უოთსი. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

„დრაკონის სახლის“ 10 სერიის მომზადება უკვე შეუკვეთეს ჯორჯ მარტინს. ფილმში ისტორია „სამეფო კარის თამაშების" მოვლენებამდე 300 წლით ადრე ვითარდება.

 


close დახურვა